შსს-მ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დაკავებული 3 მოქალაქე გაათავისუფლა

შსს-მ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დაკავებული 3 მოქალაქე გაათავისუფლა

შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტისა და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, უკანონოდ დაკავებული 3 მოქალაქე გათავისუფლდა.

19 აპრილს რუსმა სამხედროებმა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე. წ. ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო კვეთის“ ბრალდებით, მწყემსები: 1957 წელს დაბადებული არსენ ლაფაჩი და 1957 წელს დაბადებული გაიოზ ელიკაშვილი სოფელ ქერეში, ხოლო 1937 წელს დაბადებული დიმიტრი გინტური სოფელ მეჯვრისხევში დააკავეს. ოსური მილიციის თანამშრომლებმა ისინი ჯერ ღრომში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ ცხინვალის იზოლატორში მოათავსეს.

ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, უკანონოდ დაკავებული სამივე მოქალაქე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო წარმომადგენლებმა დღეს დილით გაათავისუფლეს.