შსს-მ ყაჩაღური დაჯგუფება ცხელ კვალზე დააკავა

შსს-მ ყაჩაღური დაჯგუფება ცხელ კვალზე დააკავა

თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილებისა და დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა გიორგი გ, ნიკოლოზ გ. და ზურაბ მ. ყაჩაღობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარებით შეიარაღებული სამი ნიღბიანი პიროვნება გვიან ღამით, თბილისში, დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე ყაჩაღურად თავს დაესხა სადღეღამისო სუპერმარკეტ „ველგანს“.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების შედეგად დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე დააკავეს.

დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას „მაგნუმი“–ს ტიპის პისტოლეტი, „ეფ–1“–ის ტიპის ხელყუმბარა, 410 ლარი, ხელთათმანები და შარფები, რომლითაც ბრალდებულები ყაჩაღობის დროს სახის დაფარვას ცდილობდნენ, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა აპრილში სამი ყაჩაღობა ჩაიდინეს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე: ბუდაპეშტის ქუჩაზე მდებარე მარკეტი „ბონი“, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე სადღეღამისო მარკეტი და აბაშიძის ქუჩაზე მდებარე, სასურსათო მაღაზიათა ქსელ ,,პოპული“–ს ფილიალი. ბრალდებულებმა სამივე დანაშაული ნიღბებით და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულებმა ღამის საათებში ჩაიდინეს.

ნაყაჩაღარმა საერთო თანხამ 1200 ლარი შეადგინა. დაკავებულები ყველა ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჯგუფურად) მიმდინარეობს.