ცხინვალში საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს

ცხინვალში საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს

სოფელ ქერეში, სადა რუსმა მესაზღვერეებმა ორი ადამიანი დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს, შიდა ქართლის ახლად დანიშნული გუბერნატორი ზურაბ ჩხეიძე ჩავიდა. 

ზურაბ ჩხეიძის განცხადებით, ხელისუფლებამ და პოლიციამ ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენონ, რათა ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს დაცული და შეუზღუდავად გადაადგილება შეეძლოთ.

ჩხეიძის განცხადებით, ამ ეტაპზე არ კეთდება ყველაფერი, რომ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებელები და რამდენიმე დღის წინ დაკავებულები უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს.

გუბერნატორი ამბობს, რომ სოფელ ქერესთან დაკავებული ლაფაჩი და ელიკაშვილი რამდენიმე დღეა, ცხინვალის საპატიმროში იმყოფებიან, თუმცა პოლიციამ მოლაპარაკებების საფუძველზე მათი გათავისუფლება ვერ შეძლო.

ამასთან, ჩხეიძის აღნიშნულ განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი. გიორგი დავლიშვილის თქმით, შსს ანალიტიკური დეპარტამენტისა და სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელობა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ყველა იმ ადამიანის გასათავისუფლებად, რომელთა დაკავებაც ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით მოხდა.

დვალიშვილის თქმით, როცა გუბერნატორი ჩხეიძე სოფელ ქერეში ამ განცხადებას აკეთებდა, არსენ ლაფაჩი, გაიოზ ელიკაშვილი და კიდევ ერთი პირი, დიმიტრი გინტური გათავისუფლებული იყვნენ.
დვალიშვილმა მედიის წარმომადგენლებს გათავისუფლებლ მოქალაქეებთან შეხვედრის შესაძლებლობაც მისცა.