ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს

ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს

ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრისპირა სოფელ ქერედან, ე.წ.საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს. 60 წელს მიღწეული ორი მამაკაცი - ელიკაშვილი და ლაფაჩი , ამ დროისთვის ცხინვალის საპატიმროში ჰყავთ გადაყვანილი. 

ოსური მხარე დაკავებულებს კვლავ ე.წ.სასაზღვრო ტერიტორიის უკანონოდ გადაკვეთას ედავება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის და შიდა ქართლის სამხარეო ხელმძღვანელობა სოფელ ქერესთან დაკავებული ელიკაშვილის და ლაფაჩის და კირბალთან დაკავებული დოთიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ოსურ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ცოტა ხნის წინ, სოფელ ქერეში შიდა ქართლის ახლადდანიშნული გუბერნატორი ზურაბ ჩხეიძეც გაემგზავრა. იგი საზღვრისპირა ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დაცვის აუცილებლობაზე განცხადებას ადგილზე გააკეთებს.