„ვითიბი“ კვიპროსს ტოვებს

„ვითიბი“ კვიპროსს ტოვებს

რუსეთის ერთ–ერთი უმსხვილესი სახელმწიფო ბანკი „ვითიბი“ აპირებს, Russian Commercial Bank–ის საკრედიტო პორტფელის მნიშვნელოვანი ნაწილი სხვა შვილობილ ბანკებში გადაიტანოს. ამის შესახებ ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა ჰერბერტ მოოსმა განაცხადა. მან აღნიშნული გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ბანკის პორტფელში ძირითადად რუსული კომპანიების კრედიტები რჩება, თანაც „ვითიბიში“ სკეპტიკურად აფასებენ კვიპროსის პერსპექტივებს.

„კვიპროსის ეკონომიკა, როგორც ჩვენ ვვარაუდობთ, სერიოზულ ცვლილებებს დაექვემდებარება. ჩვენ არ გვჯერა, რომ ის სტატუს–კვოს დაუბრუნდება,“ – აცხადებს მოოსი.

მისი თქმით, კლიენტების დეპოზიტების მოცულობა დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თავად ჯგუფ „ვითიბის“ დეპოზიტი უმნიშვნელოა და 15 ევროზე ნაკლებია.

როგორც „ვედომოსტი“ წერს, დე–ფაქტოდ ბანკი რუსულ კომპანიებს რუსი მეანაბრეების სახსრების ხარჯზე აფინანსებს, ამიტომ გადატანა მხოლოდ იურიდიული სახის იქნება.

Moody's–ის იანვრის მონაცემებით, 2011 წელს ბანკის აქტივები 13,8 მილიარდ დოლარს შეადგენდა, პორტფელი კი 11,5 მილიარდს. იგივე სააგენტოს ინფორმაციით, „ვითიბის“ მოგება მცირდება – 2011 წელს მან 20%–ით, 82,2 მილიონ დოლარამდე დაიკლო, რისი მიზეზიც პერსონალის რაოდენობის გაზრდაა.

Moody's-ის ანალიტიკოსის ევგენი ტარზიმანოვის განცხადებით, ბანკს სურს თავიდან აიცილოს სიტუაციის შესაძლო გართულება და ბიზნესი უფრო მდგრადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში გადაიტანოს. როგორც ცნობილია, კვიპროსში ანგარიშები დააყადაღეს, თუმცა შემოიღეს შეზღუდვები უცხოეთში სახსრების გატანაზე.

შეგახსენებთ: „ვითიბის“ ჯგუფს შვილობილი ბანკები აქვს ევროპის ქვეყნებში – ავსტრიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ასევე აფრიკაში, ანგოლასა და დსთ–ს სახელმწიფოებში.