შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა

შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, წარსულში აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სხვადასხვა დანაშაულისათვის ორჯერ ნასამართლევი, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მცხოვრები, 1972 წელს დაბადებული ალახიარ ა-ვი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ორ შეკვრად დაფასოებული 0,7925 გრამი, „ჰეროინი“-ს შემცველი ნარკოტიკული საშუალება და ერთი შეკვრა 3,5 გრამი „ოპიუმი“ ამოიღეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ალახიარ ა-ვი ნარკოტიკულ ნივთიერებებს სისტემატურად ყიდდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ პუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვა–რეალიზაციის) მიმდინარეობს, რაც 6–დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.