გიორგი გაბუნია: ყველამ უნდა გააცნობიეროს და გაიგოს, რომ როგორც კი ნებისმიერი ქმედება გავა სამართლებრივი ჩარჩოდან, ამას ექნება ადეკვატური რეაგირება

გიორგი გაბუნია: ყველამ უნდა გააცნობიეროს და გაიგოს, რომ როგორც კი ნებისმიერი ქმედება გავა სამართლებრივი ჩარჩოდან, ამას ექნება ადეკვატური რეაგირება

ყველამ უნდა გააცნობიეროს და გაიგოს, რომ როგორც კი ნებისმიერი ქმედება გავა სამართლებრივი ჩარჩოდან, ამას ექნება ადეკვატური რეაგირება. სახელმწიფო ამისთვის მზადაა და ყოველთვის მზად იქნება, - განაცხადა დღის ქრონიკაში“ საზოგადოება ქართულის“ ლიდერმა, კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ რადიკალებზე საუბრისას, თუკი მათი მხრიდან იქნება რაიმე კანონდარღვევითი ქმედებები.

ერთი რამ უნდა ითქვას, მათ ჰყავთ დახელფასებული პარტაქტივი და ეს რესურსი გააჩნიათ. მათ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა. ამიტომ, განსაკუთრებული რაიმე რომ მოხდეს არჩევნების შემდეგ, ჩვენ არ ველოდებით. რა თქმა უნდა, იქნება ამ პარტაქტივის აქტიურობა და ეს იქნება სრულიად კონტროლირებადი.

საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც გარანტირებულია აზრის გამოხატვის, შეკრების თავისუფლება, მაგრამ ყველამ უნდა გააცნობიეროს და გაიგოს, რომ როგორც კი ნებისმიერი ქმედება გავა სამართლებრივი ჩარჩოდან, ამას ექნება ადეკვატური რეაგირება. სახელმწიფო ამისთვის მზადაა და ყოველთვის მზად იქნება“, - აღნიშნა გაბუნიამ.