ზნეობის ჩარჩოებიდან გასულები ქუჩებში დაძრწიან და მოსახლეობას აწუხებენ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა რადიკალური ჯგუფების მხრიდან მოწყობილ პროვოკაციებზე საუბრისას.
სოსიაშვილი, გუშინდელ ინციდენტზე საუბრობს, როდესაც თბილისის საარჩევნო შტაბსა და იქ მყოფებს თავს დაესხნენ.
„რამდენიმე ათეული სახედაკარგული ადამიანის ქმედებასთან გვაქვს საქმე. ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფრით დაიღალა“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.