შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე,  აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის კაპიტანი, 1981 წელს დაბადებული დემურ დ. გამოავლინეს.

დემურ დ-მ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, რომლის მიმართაც ინტერპოლი გადამოწმებას აწარმოებდა, 500 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ დახმარება აღუთქვა.

ქრთამის ასაღებად დემურ დ-მ მეგობარი დაიხმარა. შსს-ს გენერალური ინსპექციის მოკვლევის საფუძველზე დაკავებულია ქრთამის აღებაში ბრალდებული პირიც და მისი მეგობარიც.

სისხლის სამართლის საქმე 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.