ტამერლინ ცარნაევი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მონაცემთა ბაზაში 18 თვის წინ შეიყვანეს

ტამერლინ ცარნაევი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მონაცემთა ბაზაში 18 თვის წინ შეიყვანეს

ბოსტონის მარათონის ტერაქტში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, გარდაცვლილი ტამერლინ ცარნაევი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მონაცემთა ბაზაში 18 თვის წინ შეიყვანეს. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენელთა განცხადებით, გამოძიება 26 წლის ტამერლინ ცარნაევის საქმეს იკვლევდა, თუმცა მის წინააღმდეგ ვერანაირი სამხილი აღმოაჩინა.
საერთო ჯამში მონაცემთა ბაზაში 745 ათასი ადამიანია. თუმცა, ამ ბაზაში მოხვედრა არ ნიშნავს, რომ ადამიანი პოტენციური ტერორისტია, რომელზეც თვალთვალი მიმდინარეობს.

ცარნაევის ბაზაში დამატებამდე ექვსი თვით ადრე, CIA-მ რუსეთს ცარნაევზე დამატებითი ინფორმაცია მოსთხოვა, თუმცა ვერ მიიღო საჭირო ინფორმაცია და გამოძიება შეწყვიტა.
26 წლის ტამერლინ ცარნაევი პოლიციასთან ორმხრივი სროლის შედეგად გარდაიცვალა. ტერაქტში მეორე ეჭვმიტანილი, მისი ძმა ჯოხარ ცარნაევი მრავლობითი ჭრილობებით კლინიკაშია მოთავსებული.

15 აპრილს ბოსტონის მარათონის საფინიშო ხაზთან მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 170-ზე მეტი კი დაშავდა.