პეკინის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ფასადი ჩამოიშალა

პეკინის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ფასადი ჩამოიშალა

პეკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფასადი ჩამოიშალა. დაშავებული არავინ არის. პეკინის #16-თან ამჟამად მობილიზებულნი არიან სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით ტროტუარის გარკვეული ნაწილი გადაკეტილია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" 112-ის წარმომადგენლებმა განუცხადეს, სამაშველო სამსახურში გამოძახება დღეს დილით შევიდა.

მათი ინფორმაციით, შენობის ბოლო სართულის ფასადი ინგრევა და ნანგრევები გზის სავალ ნაწილზე ცვივა, რის გამოც არსებობს საფრთხე, რომ მოქალაქეები დაშავდნენ.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე საბურთალოს გამგეობის წარმომადგენლებს ელოდებიან.