რუსეთიდან ქართველი მეფეების გადმოსვენების საკითხზე მოლაპარაკებები აღდგომის შემდეგ გააქტიურდება

რუსეთიდან ქართველი მეფეების გადმოსვენების საკითხზე მოლაპარაკებები აღდგომის შემდეგ გააქტიურდება

აღდგომის შემდეგ რუსეთიდან ქართველი მეფეების გადმოსვენების საკითხზე მოლაპარაკებები გააქტიურდება, - ამის შესახებ კავკასიის ფონდის ხელმძღვანელმა გივი ღამბაშიძემ "პალიტრა TV"-ს ეთერში, გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა.

ღამბაშიძის თქმით, ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის გადმოსვენების საკითხზე მოლაპარაკებები რუსეთის საპატრიარქოსთან მიმდინარეობს. მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა მხარემ რუსეთის საპატრიარქოს წარუდგინა რამდენიმე ასეულ გვერდიანი მასალა, სადაც მოყვანილია ქართველი მეფეების გადმოსვენების მართებულობის არგუმენტები და რიგი ისტორიული წყაროები, მათ შორის მასალები უშუალოდ მეფეების ანდერძებიდან, სადაც ისინი სამშობლოში დაკრძალვას იბარებენ.

როგორც კავკასიის ფონდის ხელმძღვანელი აცხადებს, მოლაპარაკებების ფარგლებში დადგება მოთხოვნა, რომ მოხდეს მეფეთა საფლავების არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური კვლევა, გარდა ამისა, ერთ-ერთი პირობა იქნება დე-ენ-ემის ანალიზის ჩატარებაც, რადგან არსებობს გარკვეული ეჭვები სხვადასხვა პერიოდში დაფიქსირებულ ვანდალურ აქტებთან დაკავშირებით.

ქართველი მეფეები, ვახტანგ VI და თეიმურაზ II ასტრახანში არიან დაკრძალული. მათი გადმოსვენების საკითხზე მუშაობა 2001 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა პროცესი ამ დრომდე ჭიანურდება. როგორც გივი ღამბაშიძე ამბობს, მიზეზებზე საუბარი არ და ვერ ხერხდება. ერთის მხრივ იმიტომ, რომ პროცესი არ გართულდეს, ხოლო მეორეს მხრივ კონკრეტული მიზეზების არ არსებობის გამო.