ნუცუბიძის ქუჩაზე მაღაზიის დისტრიბუტორი დააყაჩაღეს

ნუცუბიძის ქუჩაზე მაღაზიის დისტრიბუტორი დააყაჩაღეს

ნუცუბიძის ქუჩაზე უცნობმა პირებმა ერთ-ერთი მაღაზიის დისტრიბუტორი დააყაჩაღეს. შემთხვევა ნუცუბიძის პლატოზე, მეორე კვარტალში რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ფეხშია დაჭრილი. მას ორი უცნობი პირი თავს მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ დაესხა. წაღებულია 1000 ლარი.

დაჭრილი უკვე შეამოწმა სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებმა, თუმცა მისი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გახდა. დაზარალებული დაკითხვაზე გადაიყვანეს, სადაც მას ჩვენებას ჩამოართმევენ.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.