მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში გაემგზავრა

მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამერიკაში ყოფნის პერიოდში მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს.

კერძოდ, ქვეყნის პირველი პირი დალასში ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გახსნის ცერემონიალს დაესწრება, არიზონას შტატში იგი მონაწილეობას მიიღებს ჯონ მაკკეინის ინიციატივით მოწყობილ "სედონას ფორუმში".

ამას გარდა, დაგეგმილია შეხვედრა სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან, რომელიც ამ რანგში პირველად შეხვდება მიხეილ სააკაშვილს. ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტი ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს შეხვდება.