ევროკავშირის კოორდინატორი: ასობით ევროპელი ასადის რეჟიმთან მებრძოლებს შეუერთდა

ევროკავშირის კოორდინატორი: ასობით ევროპელი ასადის რეჟიმთან მებრძოლებს შეუერთდა

ტერორიზმთან ბრძოლის ევროკავშირის კოორდინატორი ჯილ დე კერშოვი "ბი-ბი-სის"-თან საუბარში აცხადებს, რომ ასობით ევროპელი ბაშარ ასადის რეჟიმთან დაპირისპირებულ სირიელ ამბოხებულებს შეუერთდა.

მისივე თქმით, ზოგი მათგანი სახლში დაბრუნების შემდეგ შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს რადიკალიზაციის გამო.

ჯილ დე კერშოვი ასევე აცხადებს, რომ სირიაში 500 მდე ევროპელი გაემგზავრა, ძირითადად დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან და საფრანგეთიდან არიან.

სპეცსამსახურების შეშფოთებას იწვევს ის, რომ შესაძლოა ასადს რეჟიმთან მებრძოლი ზოგი მებრძოლი ევროპიდან "ალ ქაიდასთან" კავშირში მყოფი ჯგუფების გავლენის ქვეშ მოხდეს და თავდასხმები ევროპაში დაბრუნების შემდეგ განახორციელოს.