ხელისუფლება აგროდაზღვევას წაახალისებს

ხელისუფლება აგროდაზღვევას წაახალისებს

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აგროდაზღვევის სქემებზე მუშაობა უკვე დაიწყო. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, აგროდაზღვევა რთული პროდუქტია. თუმცა სამინისტრო სადაზღვეო სქემის შემუშავებაზე როგორც ქართულ, ისე უცხოურ სადაზღვეო კომპანიებთან კონსულტაციებს გადის.

შალვა ფიფიას თქმით, პროდუქტის სირთულიდან გამომდინარე წინასწარი პროგნოზი, თუ როდის ჩამოყალიბდება აგროდაზღვევის პროექტი, ამ ეტაპზე უცნობია.

პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით კი ხელისუფლება აგროდაზღვევის მიმართულებას წაახალისებს. ამასთან, გიგლა აგულაშვილის განმარტებით, ია არ ფლობს ინფორმაციას, ითხოვენ თუ არა ბანკები მეწარმეებისგან სესხის გაცემის პროცესში აგროდაზღვევას. თუმცა, ამ მიზეზით მეწარმეებს ბანკებთან რაიმე სახის პრობლემები ამ დრომდე არ შექმნიათ.