სამართალდამცავებმა ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე დააკავეს

სამართალდამცავებმა ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე დააკავეს

სამართალდამცავებმა ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, აბსანძეს მეგობარმა საფრანგეთიდან ამანათი გამოუგზავნა, რომელშიც სამართალდამცავებმა "მარიხუანა" აღმოაჩინეს. ჟურნალისტის დაკავების ფაქტი "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დაუდასტურა. მისი განმარტებით, საქმე აღძღულია 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს. თუმცა, დღის განმავლობაში შესაძლოა, აღნიშნული ბრალი გადაკვალიფიცირდეს.

ირაკლი აბსანძე ტელეკომპანია "მე 9" არხის პროდიუსერი იყო. ამჟამად ის "ლიბერალში" მუშაობს და პარალელურად, რამდენიმე უცხოური საინფორმაციო სააგენტოსთვის სტატიებს წერს.