"სინოდმა დღევანდელ სხდომაზე ეპარქიებში არსებული მდგომარეობა განიხილა"

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის გრიგოლის განცხადებით, სინოდმა დღევანდელ სხდომაზე ეპარქიებში არსებული მდგომარეობა განიხილა.

ამის შესახებ მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს დღეს საპატრიარქოში განუცხადა.

"ეს იყო ჩვეულებრივი რიგითი საგაზაფხული სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა ორი საკითხი. პირველი საკითხი ეხებოდა ეპარქიებში არსებულ მდგომარეობას, გაკეთდა მოხსენებები და აღინიშნა, რომ რა თქმა უნდა, ყოველდღიურ ცხოვრებას თან ახლავს მრავალი პრობლემა. ეს საკითხი მოსაგვარებელია, რომ ეკლესიამ უნდა გავაძლიეროთ ადგილებზე ეპარქიაში ჩვენი საქმიანობა, როგორიცაა საგანმანათლებლო, კულტურული, სულიერი, ასევე სოციალური მიმართულებები", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.