ინტერნეტ-გამოცემა “JoBlo”-ს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში კინორეჟისორი კერი ელვისი ახალი სურათის გადაღებას დაიწყებს. მისი სახელწოდებაა “ელვისი და ნიქსონი” და სახელოვანი ამერიკელი მომღერალი ელვის პრესლის ბიოგრაფიის ერთ ფურცელს ეხება.
ფილმი კომედიური ჟანრის იქნება. მისი მოქმედება 1970 წელს მიმდინარეობს. ელვის პრესლიმ აშშ-ის იმდროინდელ პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონს შეხვედრა სთხოვა. საუბრისას “როკის მეფემ” ნიქსონს ფედერალური ბიუროს ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილებაში სამუშაოდ დანიშვნა მოსთხოვა. საინტერესოა რომ ეს შეხვედრა თავის დროზე ნამდვილად დაფიქსირდა.
ელვის პრესლის როლს მსახიობი ერიკ ბანა შეასრულებს. მისი სახელი კინოს თაყვანისმცემლებისათვის კარგად არის ცნობილი. მსახიობი შემდეგ სურათებშია გადაღებული: “ტროა”, “შავი ქორი”, “ვარსკვლავური გზა”, “დროში მოგზაურის მეუღლე”.
ერიკ ბანას ბოლო ნამუშევარია ფილმი “ჰანა. სრულყოფილი იარაღი”. სურათი მსოფლიოს კინოეკრანებზე მიმდინარე წლის ზაფხულში გამოვიდა.
“ელვისი და ნიქსონი” კერი ელვისის სადებიუტო ნამუშევარი იქნება. ადრე ის მსახიობი გახლდათ და შემდეგ ფილმებში უთამაშია: “მატყუარა, მატყუარა”, “დრაკულა” და “ხერხი”.
რიჩარდ ნიქსონის როლს მსახიობი დენი ჰიუსტონი შეასრულებს.
ახალი ფილმის გადაღება 2012 წლის გაზაფხულზე დაიწყება.