დავით დარჩიაშვილი:

დავით დარჩიაშვილი: "26 მაისი სამხედრო აღლუმი ალასანიასა და ივანიშვილის უთანხმოების პირველი შემთხვევა არ არის"

საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, 26 მაისი სამხედრო აღლუმი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის უთანხმოების პირველი შემთხვევა არ არის.

ამის შესახებ დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს აღლუმთან დაკავშირებით პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

"ალასანიასა და პრემიერ-მინისტრს შორის უთანხმოების სხვა რამდენიმე სხვა მაგალითიც ვიცით", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, სამხედრო აღლუმი ერთ-ერთი ყველაზე მისაღები ტრადიციაა.

"ერთ-ერთი კარგი და ყველსათვის მისაღები ტრადიცია, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებშიც ჩამოყალიბდა, არის სწორედ სამხედრო აღლუმი. თუ ალასანია გულისხმობს იგივეს (აღლუმი სწორედ ეგ არის - ზეიმი სამხედრო კომპონენტებით), მაშინ ბატონი ალასანია ადეკვატურია ვითარებისა, პრემიერის პოზიცია კი ცალსახად ნეგატიური იყო ამის მიმართ", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.