ნოდარ ხადური - სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს საკმარისი რესურსი აქვს

ნოდარ ხადური - სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს საკმარისი რესურსი აქვს

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს საკმარისი რესურსი აქვს, პრეზიდენტისთვის ცალკე დანაყოფის შესაქმნელად, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა , ნოდარ ხადურმა განაცხადა. მისი თქმით, სამინისტრო მზად იყო, უზრუნველეყო შესაბამისი თანხით პრეიზდენტისთვის დაცვის სპეციალური ქვედანაყოფის შექმნა. "თუმცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დღესაც ემსახურება და მომავალშიც დაიცავს ყველა დასაცავ პირს, მათ შორის პრეზიდენტს, მისი ოჯახის წევრებს და იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც პრეზიდენტი საკუთარ საქმიანობაში იყენებს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტისთვის დაცვის სპეციალური დანაყოფის შექმნის საკითხი შესაძლოა, დღის წესრიგიდან მოიხსნას.