გოკა გაბაშვილი - ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ჰეგემონობა სურს

გოკა გაბაშვილი - ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ჰეგემონობა სურს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ჰეგემონობა სურს, - ამის შესახებ გოკა გაბაშვილმა დღეს "პირველი რადიოს" პრესკლუბში განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერის ინიციატივა მესამე პოლიტიკური ძალის არსებობასთან დაკავშირებით მიმართულია იმისკენ, რომ მას ხელოვნური ოპოზიციის შექმნა სურს.

"პრემიერი საუბრობს ხელოვნურ ოპოზიციაზე, რომელიც მასთან კონსულტაციების შემდეგ შედგება, რაც მიუღებელია", - აცხადებს გოკა გაბაშვილი.

უმცირესობის წევრის თქმით, საქართველოში ერთადერთი რეალური ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობაა".

რაც შეეხება ნინო ბურჯანაძისა და ირმა ინაშვილის პარტიების ოპოზიციურობას, გოკა გაბაშვილი მიიჩნევს, რომ ისინი რეალურ ოპოზიციას არ წარმოადგენენ.

პრემიერმა გაზეთების და ტელევიზიების რედაქტორებთან შეხვედრის დროს მესამე პოლიტიკურ ძალაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მას ამ საკითხზე საუბარი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილთან, ირმა ინაშვილთან და ნინო ბურჯანაძესაც შეუთვალა ამის შესახებ.