მინისტრთა კაბინეტი საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება

მინისტრთა კაბინეტი საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება

მინისტრთა კაბინეტის წევრები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრება. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი
იუწყება, შეხვედრა კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები იქნება.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, შრომის კოდექსთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ ბიზნესმენებს და მათ ეს პრეტენზიები ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებთან დღევანდელ შეხვედრაზე დააფიქსირეს.