გიორგი მარგველაშვილი სკოლა

გიორგი მარგველაშვილი სკოლა "ბრითიშ ქონექშენს" ესტუმრა და სასწავლო პროცესს გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო სკოლა "ბრითიშ ქონექშენს" ესტუმრა და სასწავლო პროცესს გაეცნო. 

სკოლის დათვალიერების შემდგეგ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის არაერთხელ ყოფილა ამ სკოლაში, თუმცა როგორც მინისტრი, პირველად ეწვია სკოლას და მიმდინარე სასწავლო პროცესებითა და მეთოდებით კმაყოფილია.

" ბევრი შეიძლება ისწავლო ამ სკოლის მაგალითზე, ძალიან საინტერესო პოცესები მიმდინარეობს აქ და სასიამოვნოა, ისიც რომ მე დღეს შეხვედრა მქონდა ამ სკოლის ახალ ხელმძღავანელ კრისტოფერ გრინფილდთან , რომელიც ბრიტანეთში საგანმანათლებლო სფეროში გამორჩეული ფიგურაა" , – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

განათლების მინისტრი სასწავლო პროცესის გარდა გაეცნო სახელოვნებო დარგის გაკვეთილებსაც, კერძოდ, ძერწვის გაკვეთილს.