გენერალ-ლეიტენანტი დევი ჭანკოტაძე შეიარაღებული ძალებიდან გააცილეს

გენერალ-ლეიტენანტი დევი ჭანკოტაძე შეიარაღებული ძალებიდან გააცილეს

საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან გენერალ-ლეიტენანტ დევი ჭანკოტაძის გაცილების ცერემონიალი შედგა .

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, გენერალ-ლეიტენანტ დევი ჭანკოტაძის საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან გაცილების ცერემონიას ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდალი და ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრნენ.
ადმირალმა სტავრიდისმა დევი ჭანკოტაძეს ორდენი სამხედრო დამსახურებისთვის (Legion of Merit), ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ ნატოს სამახსოვრო (Nato Plaque) გადასცა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კი გენერალ-მაიორს ხმალი უსახსოვრა.

გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს და ჯარისკაცებს, რომლებმაც შეიარაღებულ ძალებში მასთან ერთად იმსახურეს, მადლობა გადაუხადა.