დავით ბაქრაძე:

დავით ბაქრაძე: "ევროსაბჭოს მომხსენებლებს საქართველოს მთავრობაზე სრული და ამომწურავი ინფორმაცია გააჩნიათ"

საპარალმენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ევროსაბჭოს მომხსენებლებს საქართველოს მთავრობაზე სრული და ამომწურავი ინფორმაცია გააჩნიათ.

ამის შესახებ ბაქრაძემ იუსტიციის სახლში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებისა და საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ევროსაბჭოს მომხსენებლებს გააჩნიათ სრული და ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს მთავრობაზე და ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ფორმულირდება შემდგომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საბოლოო პოზიცია და მისი რეზოლუციები. ამიტომ ჩვენი სურვილი მუდმივად არის შევხვდეთ ამ ადამიანებს და მივაწოდოთ მათ ამომწურავი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე როგორც – პოზიტიურ, ისე ნეგატიურ მოვლენებზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დისკუსია რამდენიმე დღეში გაგრძელდება ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე", - განაცახდა ბაქრაძემ.