შსს–ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აქციაში „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ მიიღებენ მონაწილეობას

შსს–ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აქციაში „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ მიიღებენ მონაწილეობას

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ჩაერთვნენ საქველმოქმედო აქციაში „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“.

ხვალ, 11 აპრილს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებულ „სისხლის ბანკში“ შსს–ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან მაჭავარიანი სისხლს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის ჩააბარებენ.