ირაკლი ალასანია ჯეიმს სტავრიდისთან შეხვედრას ნაყოფიერად აფასებს

ირაკლი ალასანია ჯეიმს სტავრიდისთან შეხვედრას ნაყოფიერად აფასებს

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ევროპის გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელ, ადმირალ ჯეიმს სტავრიდისთან შეხვედრას ნაყოფიერად აფასებს.

ამის შესახებ ალასანიამ დღეს თავდაცვის სამინისტროში ევროპის გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელ, ადმირალ ჯეიმს სტავრიდისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ადმირალთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა. ადმირალი სტავრიდისი ჩამოსულია საქართველოში, რომ მადლობა გადაუხადოს საქართველოს იმ დიდი წვლილისთვის, რომლიც მას ავღანეთის მისიაში შეაქვს. ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად როგორც ნატო-სთან პარტნიორობის საკითხებზე, ისე ორმხრივ ურთიერთობებზე. მინდა, მადლობა გადავუხადო ადმირალ სტავრიდის, რომ საქართველოს ეწვია", - განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ სტავრიდისი საქართველოს დიდი მეგობარია.