ბიძინა ივანიშვილი ჯეიმს სტავრიდისს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი ჯეიმს სტავრიდისს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის მეთაურს ევროპაში, ნატო-ს გაერთიანებული ძალების სარდალს, ჯეიმს სტავრიდისს შეხვდა. 

როგორც პრემიერის ოფიციალურ "ფეისბუქზეა" აღნიშნული, შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ამერიკის ევროპული სარდლობა, რომელიც არის ძირითადი პასუხისმგებელი საქართველოსთან თანამშრომლობაზე, ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის პარტნიორობის განვითარებისთვის.

"მოხარული ვარ, რომ გვაქვს პროდუქტიული თანამშრომლობა და იდგმება კონკრეტული, პრაქტიკული ნაბიჯები სტრატეგიული პარტნიორობის მხარდასაჭერად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თავის მხრივ, ჯეიმს სტავრიდისმა ქართველი ჯარისკაცების ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.