არმაზ ახვლედიანი:

არმაზ ახვლედიანი: "19 აპრილი "ნაციონალური მოძრაობისთვის" სერიოზული გამოცდა იქნება"

პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანის არმაზ ახვლედიანის შეფასებით, "19 აპრილი "ნაციონალური მოძრაობისთვის" სერიოზული გამოცდა იქნება".

ამის შესახებ ახვლედიანმა დღეს "პირველი რადიოს" რადიო-კლუბში სტუმრობისას "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 19 აპრილს, რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციის კომენტირებისას განაცხადა.

"მე "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან სიურპრიზებს სიფრთხილით ვუყურებ, რადგან სიურპრიზი შეიძლება, იყოს როგორც ცუდი, ასევე კარგი. არ მინდა, ვიფიქრო, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მესვეურები ისევ ჩვეული გზით ივლიან და მოსახლეობას ისევ ნაღმებს მოუმზადებენ. რა თქმა უნდა, კანონით შეკრება დასაშვებია. მინდა, მოვუწოდო მათ, რომ კანონს არ გაცდნენ, რადგან ეს ძალიან სახიფათო იქნება, გარდა იმისა, რომ ამით "ნაციონალურ მოძრაობას" შეიძლება,  პოლიტიკურად მართლაც წერტილი დაესვას, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს წერტილი მას ოქტომბერში დაესვა. 19 აპრილი "ნაციონალური მოძრაობისთვის" სერიოზული გამოცდა იქნება, რომ ყველაფერი კანონიერების ფარგლებში იყოს და წესიერად, რადგან უწესობას საზოგადოება არავის აპატიებს", - განაცხადა ახვლედიანმა.