აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერი თელია დაურეგისტრირებელ მანქანას მართავდა

აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერი თელია დაურეგისტრირებელ მანქანას მართავდა

აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერი თელია დაურეგისტრირებელ მანქანას სანომრე ნიშნებით - OHO 523 მართავდა. ეს ნფორმაცია შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" აჭარის ორგანიზაციის იურისტმა რაჟდენ ხიმშიაშვილმა გამოითხოვა.

მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, "მექანიკური სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო სანომრე ნიშნით OHO 523 რეგისტრირებული არ არის". ოფიციალურ დოკუმენტს ხელს ხელს სააგენტოს ბათუმის განყოფილების უფროსი დ. გაბელაშვილი აწერს.

ასევე, შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, ვალერი თელიას მართვის მოწმობა არ აქვს.

ვალერიან თელია აღნიშნული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილს ბათუმში გადაადგილებისას ხშირად მართავდა.

28 მარტს საია-ს თანამშრომლებსა და ვალერიან თელიას შორის ინცინდენტი მოხდა. გრიბოედოვის ქუჩაზე როინ ფარტენაძესა და ვალერიან თელიას შორის ფიზიკურ შეხლა-შემოხლასა და სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.