საპარლამენტო უმცირესობის დამოკიდებულება ოკუპაციის შესახებ კანონისადმი შეურაცხმყოფელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას "მაესტროს" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია წინა ხელისუფლების გაუაზრებელი ქმედების შედეგია.
"მათი გაუაზრებელი ქმედება რომ არა, ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებს არ მივიღებდით. კანონში ფორმულირება იწერება ჯარიმებთან დაკავშირებით. მარტივი მექანიზმების ცლილება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპული არ არის, რუსეთთან ურთიერთობის დალაგების საშუალებას მოგვცემს. კითხვები მათ მიმართ არსებობს, ვისი გაუაზრებელი პოზიციის გარეშეც არ მოხერხდებოდა, რომ ამ ტერიტორიას ოკუპირებული დარქმეოდა. მათ ბევრი შეცდომა დაუშვეს. ჩვენ ამის მოგვარება გვსურს და ეს მათ აღშფოთებას იწვევს. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს და ეს აშფოთებთ მათ, ვისაც ამ ტერიტორიების დაკარგვაში ლომის წვლილი მიუძღვის", - განაცხადა პრემიერმა.