13 აპრილს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეწვევა

13 აპრილს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტარა სონენშაინი 13 აპრილს საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს საკუთარ ვებგვერდზე.

ტარა სონენშაინის ვიზიტი საქართველოში 13-დან 16 აპრილის ჩათვლით გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეხვდება და ფულბრაიტის პროგრამის გაფართოების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერს ხელს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ტარა სონენშაინი ასევე შეხვდება ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, სადაც ის აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობაზე ისაუბრებს. თბილისში ყოფნისას სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეხვდება ქალ-ჟურნალისტებს, მთავრობის მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

თბილისამდე ტარა სონენშაინი რუსეთისა და უკრაინის დედაქალაქებს ეწვევა.