ბიძინა ივანიშვილი:

ბიძინა ივანიშვილი: "თანაინვესტირების ფონდი 3-მილიარდიანი იქნება"

პრემიერ-მინისტრ ბიძინა იავანიშვილის განცხადებით, თანაინვესტირების ფონდი 3-მილიარდიანი იქნება. 

ამის შესახებ ივანიშვილმა ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების რედაქტორებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოში გაუმჯობესდეს საინვესტიციო კლიმატი. მე შევახსენებ მოსახლეობას, რომ მეორე წელს უნდა ვიგრძნოთ ჩვენ ახალი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, მესამე წელიწადი უნდა იყოს კარგი. არ დაგიმალავთ, რომ მეც განვიცდი, რამეთუ ზუსტი ფორმულა არ არსებობს, რომ ეს ასე მოხდება. მე ვცდილობ, რომ ძალიან საინტერესო და ცნობილმა ბიზნესმენებმა მიიღონ მონაწილეობა თანაინვესტირების ფონდის კაპიტალის ფორმირებაში. 2 არა, 3 მილიარდი იქნება ფონდის ოდენობა, ადგილობრივებსაც შეუძლიათ თანაინვესტირებაში მიიღონ მონაწილეობა. ბიზნესს უნდა სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო და ამას გავაკეთებთ. ჩვენ გვაქვს 16% კომპლექსური გადასახადი, მხოლოდ სინგაპურია ჩვენს წინ და რამდენიმე კუნძული. ესაა ძალიან დაბალი მაჩვენებელი. ჩემი თხოვნით სააკაშვილმა რამდენიმე სწორი ეკონომიკური ნაბიჯი გადადგა, მაგრამ დანარჩენი რაც მოაყოლეს, რომ ბიზნესის მართვა დაიწყეს, ყველაფერმა ფასი დაკარგა. დღეს ეს ფასს შეიძენს", - განაცხადა ივანიშვილმა.