გიორგი მარგველაშვილი სასკოლო სახელმძღვანელოებზე ბრიფინგს გამართავს

გიორგი მარგველაშვილი სასკოლო სახელმძღვანელოებზე ბრიფინგს გამართავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი თბილისის 145-ე საჯარო სკოლას ესტუმრება. მინისტრი სკოლაში სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დაგეგმილ ღონისძიებამდე არ აკონკრეტებენ თუ რა სიახლეზე უნდა ისაუბროს მინისტრმა.
ბრიფინგი 145-ე საჯარო სკოლაში 15:00 საათზეა დანიშნული.