სატვირთო მატარებლის ლიანდაგიდან გადავარდნის მიზეზი სავარაუდოდ სამუხრუჭე სისტემა გახდა

სატვირთო მატარებლის ლიანდაგიდან გადავარდნის მიზეზი სავარაუდოდ სამუხრუჭე სისტემა გახდა

აეროპორტის ხიდის ქვეშ სატვირთო მატარებლის ლიანდაგიდან გადავარდნის მიზეზი სავარაუდოდ სამუხრუჭე სისტემა გახდა. "საქართველოს რკინიგზის" პრესსამსახურის 

უფროსმა, დაჩი ცაგურიამ მომხდარზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, სავარაუდოდ, სატვირთო მატარებლის ლიანდაგიდან გადავარდნის მიზეზი სამუხრუჭე სისტემა იყო. მოგვიანებით უფრო დაზუსტდება, კონკრეტულად ეს იყო მძღოლის მიერ დაშვებული შეცდომა, თუ ტექნიკური გაუმართაობის მიზეზი.

დაჩი ცაგურია აცხადებს, რომ მატარებელს წინასწარ ტექნიკური შემოწმება ჩატარებული ჰქონდა. ამასთან, დაჩი ცაგურიამ აღნიშნა, ეს შემთხვევა ჩიხში მოხდა, შესაბამისად, საქართველოს რკინიგზის ცენტრალურ მაგისტრალზე ტვირთებისა და მატარებლების გადაადგილებას პრობლემა არ ექნება.

აეროპორტის ხიდის ქვეშ სატვირთო მატარებელი რელსებიდან დღეს დილით, დაახლოებით 07:30 საათზე გადავარდა. 60 ცისტერნიდან თითქმის 240 ტონა ნავთობპროდუქტი იღვრება. საწვავის აალების საფრთხე ამ დროისთვის მოხსნილია.