ცნობილმა კინორეჟისორმა დარენ არონოფსკიმ გადაწყვიტა, რომ ჯგუფი “Mettalica”-სა და ლუ რიდის ერთობლივ ალბომში “Lulu” შესული კომპოზიციის “Iced Honey” ვიდეოკლიპი გადაიღოს.
ალბომმა “Lulu” დღის სინათლე მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს იხილა.
ამ პროექტის იდეა 2009 წელს დაიბადა. იმ წელს “Mettalica”-მ და ლუ რიდმა მონაწილეობა მიიღეს როკენ როლის დიდების დარბაზის 25 წლისთავისათვის გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე. ერთობლივი ალბომის ჩაწერა მუსიკოსებმა მაშინ გადაწყვიტეს.
მუსიკოსები “ოსკაროსან” კინორეჟისორთან თანამშრომლობის იდეით მეტად მოხიბლულნი დარჩნენ. “Mettalica”-ს მედოლე ლარს ულრიხის განცხადებით, ის და მისი კოლეგები დარენ არონოფსკის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემლები არიან.
სახელოვანი მუსიკოსი ლუ რიდი დარწმუნებულია, რომ ახალი ვიდეოკლიპი სურათ “შავ გედზე” ნაკლები ნამდვილად არ გამოვა.
ჯერჯერობით უცნობია როდის დაიწყებს რეჟისორი ამ კლიპის გადაღებას. სავარაუდო თარიღად 2012 წლის თებერვალია დასახელებული.