ლინდსი ლოჰანს მწვანეებმა შეუტიეს

ლინდსი ლოჰანს მწვანეებმა შეუტიეს

ცოტა ხნის წინ ცნობილი ამერიკელი მსახიობი ლინდსი ლოჰანი პარიზში იმყოფებოდა. საფრანგეთის დედაქალაქში სტუმრობა მას ნამდვილ კოშმარად გადაექცა.

 

პარიზის ერთ-ერთი პოპულარული ღამის კლუბის შესასვლელში მსახიობს თავს ადგილობრივი მწვანეები დაესხნენ. ამერიკელ ქალბატონს საგულდაგულოდ მომზადებული ფქვილის პაკეტები ესროლეს.

 

ამ თავდასხმის შემდეგ ლინდსი ლოჰანის ძვირფასი ბეწვის მანტო სრულიად განადგურდა.

 

“პირდაპირ შოკში ვარ. ეს აქტივისტები ამბობდნენ, რომ ცხოველები უყვართ, მაგრამ სამაგიეროდ ისინი ადამიანებს ვერ იტანენ”, - დაწერა თავის ინტერნეტ-გვერდზე მეორე დღეს ლინდსი ლოჰანმა.