აზარტული თამაშების საკითხზე პარლამენტში კომისია იქმნება

აზარტული თამაშების საკითხზე პარლამენტში კომისია იქმნება

დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ახალი კომისიის შექმნის საკითხი გადაწყდა. როგორც აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა კვიჟინაძემ განაცხადა , კომისია იმუშავებს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ თემატიკაზე.

"იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტი იღებს უამრავ მოთხოვნას კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე გადაწყდა, რომ შეიქმნას ახალი კომისია. კომისია იმუშავებს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ თემატიკაზე. აღნიშნული კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ამ თემაზე სხვადასხვა შეხედულების მქონე ორგანიზაციები და ექსპერტები. კომისიის დანიშნულებაა, აღნიშნულ საკითხზე წინადადებების წარმოდგენა შემდგომ კანონპროექტის მომზადების მიზნით,"- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.