ჯგუფი “The XX” ახალ ალბომზე მუშაობს

ჯგუფი “The XX” ახალ ალბომზე მუშაობს

ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის ცნობით, ჯგუფი “The XX”-ის წევრები სტუდიაში ჩაიკეტნენ და ახალ ალბომზე მუშაობას შეუდგნენ. ამ სტუდიური ჩანაწერის დასახელება მუსიკოსებს ჯერ არ შეურჩევიათ. ის გაყიდვაში 2012 წლის გაზაფხულზე გამოვა.

 

ბრიტანული ინდი-როკ ჯგუფი “The XX” 2005 წელს ქალაქ ლონდონში ჩამოყალიბდა. მის თავდაპირველ შემადგენლობაში შედიოდნენ ვოკალისტი რომი მედლი კროფტი, ბას-გიტარისტი ოლივერ სიმი, მედოლე ჯეიმს სმიტი და კლავიშებზე დამკვრელი ბარია კურეში.

 

დღეისათვის ჯგუფის აქტივში მხოლოდ ერთი სტუდიური ჩანაწერია. ალბომმა “XX” დღის სინათლე 2009 წელს იხილა. ამ ნამუშევარმა 2010 წლის 7 სექტემბერს პრესტიჟული “Mercury Prize”-ს ჯილდო მიიღო.

 

ამ ალბომში შესული კომპოზიცია “Crystalised” ბრიტანული კვირის საუკეთესო სინგლების ჩართებს რამდენიმე კვირის განმავლობაში ლიდერობდა.

 

გასულ წელს ჯგუფი ბარია კურეშმა დატოვა. თავისი წასვლა მუსიკოსმა დაღლილობით დაასაბუთა.

 

რამდენიმე ხნის წინ ჯგუფის წევრებს დიდი ბრიტანეთის კონსერვატიულ პარტიასთან კონფლიქტი მოუვიდათ. ამ პარტიის ყოველწლიურ ყრილობაზე ჯგუფის კომპოზიცია “The XX” აჟღერდა. ამის შესახებ მუსიკოსები წინასწარ გაფრთხილებულები არ იყვნენ. რასაკვირველია მათ ეს ფაქტი სასტიკად გააპროტესტეს.