არნოლდ შვარცენეგერი სამშობლოში დააფასეს

არნოლდ შვარცენეგერი სამშობლოში დააფასეს

ცოტა ხნის წინ ცნობილი კინომსახიობი არნოლდ შვარცენეგერი ავსტრიაში იმყოფებოდა. კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი წარმოშობით ამ ქვეყნიდან გახლავთ. ის დაბა ტალში დაიბადა და 18 წლამდე ამ დასახლებაში იზრდებოდა.

 

წინა თვეს თანამემამულეებმა არნის მუზეუმი გაუხსნეს. ის შვარცენეგერის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება და მსახიობის სახლში მდებარეობს.

 

მუზეუმის გახსნაზე ტალიას მთელი მოსახლეობა შეიკრიბა, რადგან ისინი   შვარცენეგერის დიდი თაყვანისმცემლები არიან.

 

მსახიობი სამადლობელი სიტყვითაც გამოვიდა.

 

ამ მუზეუმში თავმოყრილია რამდენიმე ასეული ექსპონატი იმ ფილმების გადასაღები მოედნიდან, რომლებშიც შვარცენეგერი მთავარ როლებს ასრულებდა. იქ აგრეთვე მოთავსებულია მსახიობის ოჯახური ფოტოსურათები, ავეჯი იმ სახლებიდან სადაც ის ცხოვრობდა.