შსს-მ პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე 4 პირი დააკავა

შსს-მ პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე 4 პირი დააკავა

შსს-ს ქალაქის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდამცველებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე 4 პირი - დავით ეჯიბია, გიგა იობაშვილი, ბექა ხოფერია და ერასტი საბანაძე დააკავეს.

დაკავებულებმა 2013 წლის 14 მარტს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ვაკე-საბურთალოს VII განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

თამარაშვილის ქუჩაზე ათამდე ნასვამმა პიროვნებამ პოლიციელების მისამართით აგრესია გამოხატა. სიტყვიერი შეურაცხყოფის მიუხედავად, პოლიციის თანამშრომლები სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, მაგრამ ერთ-ერთმა ნასვამმა პიროვნებამ სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციელმა კი ვითარების განმუხტვისა და თავდასხმის მოგერიების მიზნით ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღით, მცირე ინტერვალით ჰაერში ორჯერ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.

დაკავებულებს ბრალი სსსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინათ, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.