ივანიშვილის ბრძანებით სახელმწიფო მინისტრებსა და მთავრობის კანცელარიის უფროსს 4335 ლარის პრემია გადეცა

ივანიშვილის ბრძანებით სახელმწიფო მინისტრებსა და მთავრობის კანცელარიის უფროსს 4335 ლარის პრემია გადეცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებით სახელმწიფო მინისტრებსა და მთავრობის კანცელარიის უფროსს თებერვლის თვეში 4335 ლარის პრემია გადაეცა. როგორც პრემიერის ბრძანებულებაშია აღნიშნული, ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 ივლისის N313 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის N43 ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს მინისტრებს (სახელმწიფო მინისტრებს) და საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსს მიეცეთ მიმდინარე წლის თებერვლის პრემია თითოეულს 4335 ლარის ოდენობით. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული თანხა ანაზღაურებულ იქნეს შესაბამისი უწყებების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით", -ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ბრძანებულებაში.