დავით საგანელიძეს

დავით საგანელიძეს "ქართული ოცნებიდან" 5 წევრის გარიცხვა სურს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნებიდან" იმერეთის ერთ-ერთი რაიონული ორგანიზაციის 5 წევრის გარიცხვის საკითხი დააყენა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არ აკონკრეტებს პარტიის იმ წევრების ვინაობას, რომლების გარიცხვის საკითხსაც პოლიტსაბჭო განიხილავს, მაგრამ ამბობს, რომ ისინი იმერეთის მაღალმთიანი რაიონიდან არიან.

„მათ აბსოლუტურად ვერ გაიზარეს ის, რომ არიან პარტიის აქტივისტები, ბიუროს წევრები და არა რომელიმე აღმასრულებელი სტრუქტურის, ან რაიონის გამგეობის წევრები. ისინი მივიდნენ ერთ-ერთი რაიონის გამგეობაში და პარტიის სახელით მოითხოვეს სოფლის რწმუნებულების შეცვლა, რაც მათი ფუნქციები და მათი საქმე არაა. პარტია სწორედ აქ უნდა დადგეს თავის ადგილას", - განაცხადა დავით საგანელიძემ.