“Muse”-ს კომპოზიცია საუკეთესოდ დაასახელეს

“Muse”-ს კომპოზიცია საუკეთესოდ დაასახელეს

რამდენიმე დღის წინ მუსიკალურმა გამოცემამ “Music Rader” საკუთარ მკითხველებს შორის ერთი გამოკითხვა ჩაატარა. მათ უნდა დაესახელებინათ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ბას-გიტარის პარტიები. ამ ჩამონათვალში 25 კომპოზიციის ფრაგმენტი შევიდა.

 

პირველი ადგილი ჯგუფი “Muse”-ს კომპოზიციას “Hysteria” ერგო.

 

მეორე საფეხურზე კანადური ტრიო “Rush”-ის კომპოზიზცია “YYZ” გავიდა. მომდევნო პოზიციები ლეგენდარულ ჯგუფ “Queen”-ს ერგო. “Another One BItes The Dust” მესამე იყო, მომღერალ დევიდ ბოუისთან ერთად ჩაწერილმა “Under Pressure”-მ კი მეოთხე ადგილი დაიკავა.

 

საუკეთესო ბას-გიტარის პარტიების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.

 

1. Hysteria (Muse)

 

2. YYZ (Rush)

 

3. Another One Bites The Dust (Queen)

 

4. Under Pressure (Queen)

 

5. Money (Pink Floyd)

 

6. Orion (Metallica)

 

7. Billie Jean (მაიკლ ჯექსონი)

 

8. Roundabout (Yes)

 

9. My Ceneration (The Who)

 

10. Schism (Tool)