ცხინვალის რეგიონში მავთულხლართების საკითხი საქართველომ შესაძლოა, ჟენევის დისკუსიებზე დააყენოს

ცხინვალის რეგიონში მავთულხლართების საკითხი საქართველომ შესაძლოა, ჟენევის დისკუსიებზე დააყენოს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დამატებითი მავთულხლართების გავლების საკითხი საქართველომ შესაძლოა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე დააყენოს. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით სუჯაშვილი აცხადებს, კონფლიქტისპირა ტერიტორიაზე ეს პროცესი ერთი წლის წინ დაიწყო და პრობლემა ახალი არ არის.

მისივე განმარტებით, ეს საკითხი ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრებზე ბოლო ორი თვის განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ თემად განიხილებოდა.

"არ არის გამორიცხული, ქართულმა მხარემ პრობლემა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის შეხვედრებზეც დააყენოს. კონფლიქტისპირა რეგიონებში მავრთულხლართების ფიქსაციის საკითხის განხილვას საქართველოს მთავრობა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მორიგ შეხვედრებზეც გეგმავს", - განაცხადა დავით სუჯაშვილმა.

გორისა და ქარელის სოფლებში რუსული მხარის ახალი მავთულხლართების გაჩენაზე გუშინ განცხადება შიდა ქართლის გუბერნატორმა ანდრო ბარნოვმა გაავრცელა და ხელისუფლებას ამ ფაქტებზე რეაგირებისკენ მოუწოდა.