ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ხვალ ცხინვალს ეწვევიან. ამის შესახებ ოსური მედია წერს.
დელეგაციაში შედიან: კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ფილიპ ლეფორი, გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი ანტი ტურუნენი და ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი ანდრეი დეშიცა.
ვიზიტის ფარგლებში, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიან წარმომადგენელს, მურატ ჯიოევს შეხვდებიან.
ჟენევის დისკუსიების მომედენო რაუნდი 26-27 მარტსაა დაგეგმილი.