“Kiss”-ის ვოკალისტმა ოპერაცია გაიკეთა

“Kiss”-ის ვოკალისტმა ოპერაცია გაიკეთა

რამდენიმე დღის წინ ცნობილი ამერიკული ჯგუფი “Kiss”-ის ვოკალისტმა პოლ სტენლიმ ქალაქ ნიუ-იორკის ერთ-ერთ საავადმყოფოში ყელის ოპერაცია გაიკეთა.

 

ამერიკული მას-მედიის ინფორმაციით მკურნალობამ წარმატებით ჩაიარა და მუსიკოსი თავს ჩინებულად გრძნობს. გუშინ ის საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს.

 

“40 წელია რაც დიდ სცენაზე ვმოღვაწეობ და ამ ფაქტორმა ჩემს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა. ადამიანთა იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც საკუთარ საქმეს სერიოზულად უდგებიან. საოპერაციო მაგიდაზე დაწოლა ამ ფაქტორმა გადამაწყვეტინა. უახლოეს დღეებში საყვარელ საქმიანობას დავუბრუნდები და ახალი ალბომის ჩაწერას შევუდგები.” – განაცხადა საავადმყოფოს დატოვების წინ პოლ სტენლიმ.

 

ჯგუფი “Kiss” ამჟამად რიგით მეოცე სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობს. მისი სახელწოდებაა “Monster” და გაყიდვაში 2012 წლის იანვარში გამოვა.

 

ჯგუფი “Kiss” 1973 წელს ჩამოყალიბდა ქალაქ ნიუ-იორკში. მის თავდაპირველ შემადგენლობაში შედიოდნენ პოლ სტენლი, ჯინ სიმონსი, ტომი ტაიერი და ერიკ სინგერი.

 

ჯგუფის ყველაზე ცნობილი სტუდიური ჩანაწერებია: “Strutter” (1974), “Black Diamond” (1974), “Rock and Roll All Nite” (1975), “I Was Made For Lovin' You” (1979), “Heaven's On Fire” (1984), “Psyho Circus” (1998).