ავტორიზაციის ცენტრთან აგრარული უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომლები მივიდნენ

ავტორიზაციის ცენტრთან აგრარული უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომლები მივიდნენ

ავტორიზაციის ცენტრში აგრარული უნივერისტეტის საკითხთან დაკავშირებით სხდომას სასწავლებლის ყოფილი ლექტორებიც დაესწრებიან. 

ლექტორები ავტორიზაციის ცენტრში ცოტა ხის წინ მივიდნენ და, როგორც აღინიშნა, სხდომაში პირადად მიიღებენ მონაწილეობას და საკუთარ მოსაზრებებსაც გამოთქვამენ. მათივე თქმით, სწორედ მათ დაწერეს საჩივარი და მოითხოვეს, გადაემოწმებინათ, დაცული იყო თუ არა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტები აგრარულ უნივერისტეტში.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აგრარული უნივერისტეტის ყოფილმა თანამშრომელმა, ზურაბ ლობჯანიძემ განუცხადა, მონიტორინგის ჯგუფმა 88-გვერდიანი უარყოფითი დასკვნა მოამზადა, სადაც ასახულია, თუ რა დარღვევებია სასწავლებელში; დარღვევები აღმოჩენილია, როგორც ადამიანური და მატერიალური რესურსების, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის თვალსაზრისით. ზურაბ ლობჟანიძის ინფორმაციით, უნივერისტეტიდან ასეულობით ლექტორი გაათავისუფლეს, ხოლო საჩივარს 200-მდე ლექტორმა მოაწერა ხელი.

მისივე თქმით, ასევე მათი მოთხოვნაა, აგრარულ უნივერისტეტს დაუბრუნდეს სახელმწიფო სტატუსი, უკანონოდ სამსახურიდან გათავისუფლებული ლექტორები კვლავ აღდგნენ სამსახურში..

გარდა ამისა, როგორც კიდევ ერთი ყოფილი ლექტორი ავთანდილ ოქროცვარიძე ამბობს, ამჟამად მათ ნაცვლად სტუდენტებს ასწავლიან გამოუცდელი ახალგაზრდები.

"ავტორიზაცია უნივერისტეტს არ უნდა გაუუქმდეს და გათავისუფლებული ლექტორები უნდა აღდგნენ სამსახურში. რაც შეეხება იმას, თუ რა საფუძველზე გაათავისულფეს ეს ლექტორები, ოქროცვარიძის თქმით, მათ არ იციან ამის მიზეზი და ამბობენ, რომ ამის პასუხი ეცოდინება თავად კახა ბენდუქიძეს.