კახი კალაძე ქვემო ქართლში იმყოფებოდა

კახი კალაძე ქვემო ქართლში იმყოფებოდა

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახი კალაძე კომპანია "სოკარის" გენერალურ დირექტორ როვგან აბდუალაევთან ერთად დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში იმყოფებოდა. ტალავერში კომპანია "სოკარმა" გაზიფიცირების პროცესი დაასრულა და აღნიშნულ სოფელში 1 200 აბონენტის გაზიფიცირება მოხდა. 

როვგან აბდულაევმა კახი კალაძესთან ერთად სოფლის ცენტრში ბუნებრივი აირი სიმბოლურად აანთეს. დღესვე სოფელში ახალად რეაბილიტირებული ხიდიც გაიხსნა, რომლის რეაბილიტაციაც ცოტა ხნის წინ დასრულდა.

როგორც კახი კალაძემ განაცხადა, კომპანია "სოკარი" საქართველოში გაზიფიკაციის პროცესს გააგრძელებს. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას მიღწეული იყო შეთანხმება იმის თაობაზე, რომ კომპანია "სოკარი" 2013 წელს საქართველოში დამატებით 30 000 აბობენტის გაზიფიკაციას მოახდენს.

დღესვე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ, კომპანია "სოკარი"ს როვგან აბდულაევმა, რეინტეგრაციის მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ ახლად რეაბილიტებული ხიდი გახსნეს. აღნიშნული ხიდი სოფელ ალგეთს წითელ ხიდთან აკავშირებს. ხიდი რამდენიმეჯერმე დაზიანდა წყალდიდობის დროს და მისი საფუძვლიანი შეკეთება ბოლო 25 წლის განმავლობაში არ მომხდარა.

მინისტრებმა და კომპანია "სოკარის" გენერალურმა დირექტორმა, პრეზიდენტმა დღესვე მარნეულის შესასვლელში ბოსტნეულისა და ხილის ახალი საცავის მშენებლობასაც ჩაუყარეს საფუძველი.